სამართალი
საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 22 აპრილს, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს კანონიერი ქურდი კამო ეგიაზაროვი (კამო მოსკოვსკი). დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, მას ტყვიები თავისა და მკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი.