სამართალი
ქართველმა სამშვიდობოებმა მუსა-ქალას ხეობაში სამხედრო მისია დაასრულეს

1-samshvidoboebiსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ქართველმა სამშვიდობოებმა სამოქმედო არეალი ჰელმანდის პროვინციაში  აშშ-ის საზღვაო ქვეითებსა  და ადგილობრივ ძალებს  გადააბარეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა სამხედრო მისია მუსა-ქალას ხეობის ნაწილში ოფიციალურად დაასრულა. ქართული კონტინგენტი ISAF-ის მისიას დისლოკაციის  სხვა ადგილზე გააგრძელებს.

გადაბარების ოფიციალურ ცერემონიალზე, რომელიც ბაზა „შუკვანზე“ გაიმართა, სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობამ და „ქართულმა სამეკავშირეო ჯგუფმა“ მე-12 ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეაფასეს. ოფიციალური მონაცემებით, მე-12 ბატალიონმა თავისი ოპერაციის ზონაში ჩატარებული სამხედრო მოქმედებების შედეგად მაქსიმალურად შეზღუდა ამბოხებულთა მოქმედებები, რამაც რაიონში სტაბილურად უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

მე-12 ბატალიონი ISAF-ის მისიას,  ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა.