პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისათვის სასტუმროების მფლობელები დააკავეს
საქართველო, 23 აპრილი,
საქინფორმი. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისათვის, დააკავეს ბათუმის სასტუმრო „სთარის“ მფლობელები: 1984 წელს დაბადებული გელა ტ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული რამაზან ი, ასევე სასტუმრო „გენაცვალეს“ მფლობელი, 1965 წელს დაბადებული თამაზ ა.
ერთ-ერთი სასტუმროს კლუბიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები მარიხუანა და ექსტაზი.
დაკავებულები გადაყვანილი არიან ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში. ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
მოწმის სტატუსით დაიკითხნენ სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები. გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლით (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გამოყოფა) მიმდინარეობს.