საქართველოს პრემიერი ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა
საქართველო, 23 აპრილი,
საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დღეს ევროპის სასახლეში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ. გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ
ბიძინა ივანიშვილი ტორბიორნ იაგლანდს პირისპირ შეხვდა.
შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. მხარეებმა, სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს.