საზოგადოება
საქართველოს პრემიერი ნილს მუჟნიეკსს შეხვდა

1-nilsსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკსთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს აქტიური თანამშრომლობისა და იმ პრინციპული პოზიციისთვის, რომელიც მან საქართველოში პატიმართა მიმართ გამოაშკარავებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოიჩინა. საუბრის თემა იყო, ასევე, ობიექტური ინფორმაციის მომზადება ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

შეხვედრას ქართული დელეგაციის სხვა წევრებიც დაესწრნენ.

1-nils-2
1-nils-3