პოლიტიკა
„ამერიკა რჩება უმთავრეს საფრთხედ, მსოფლიოში სტაბილურობისა და სახელმწიფოთა თანასწორობისათვის“

1-analit-poolit-1საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. რთულია, ადეკვატური ეწოდოს ამერიკული ქალაქ ბოსტონის „უბრალო მოქალაქეთა“ რეაქციას პოლიციის მიერ სავარაუდო ტერორისტის, 19 წლის ჯოხარ ცარნაევის დაკავებასთან დაკავშირებით. ტელეეკრანზე ჩვენ ვიხილეთ პოლიციის მუშაობით აღფრთოვანებული ბრბო, მოზეიმე და გახარებული, თითქმის ისტერიული ემოციების მფრქვეველი. ბრბო შეერთებული შტატების დროშებს აფრიალებდა. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, რომ თითქოს მსოფლიო ომი დასრულდა, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ძალზე მასშტაბური მოხდა. სინამდვილეში, ბოსტონის შემოგარენის რომელიღაც მცხოვრებმა პოლიციაში დარეკა და აცნობა, რომ სავარაუდო ტერორისტი მის ეზოში, მოტორიზებულ ნავში იმალება - დასისხლიანებული. პრაქტიკულად მთელი ქალაქის პოლიცია უტევდა დაჭრილ ეჭვმიტანილს და სროლების შემდეგ, როგორც იქნა, დააკავა იგი.

ეს მოვლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღრმად გაჯდა ამერიკულ საზოგადოებაში ტერორიზმისადმი შიში. შიში, თავის მხრივ, უფრო მეტად მართვადს ხდის ისედაც საკმაოდ გულუბრყვილო და განუვითარებელ ამერიკულ საზოგადოებას, რომელსაც პოლიტიკური ელიტები, მათი სურვილისამებრ, პრაქტიკულად ყველაფერს მოახვევენ თავს, რასაც მოისურვებენ. ამერიკელები ბრმად მიჰყვებიან სახელმწიფოს ხელმძღვანელობას საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში, თუკი აღნიშნული ხელმძღვანელობა თავის მიზნებს მოხერხებულად შეფუთავს „ტერორიზმთან ბრძოლის“ საბაბით. ამასთან, ცოტა ვინმე თუ იკითხავს, რატომ უნდა იქნან მხარდაჭერილნი იგივე ტერორისტები, მაგალითად, სირიაში...

ამიტომ, ამერიკა რჩება უმთავრეს საფრთხედ, მსოფლიოში სტაბილურობისა და სახელმწიფოთა თანასწორობისათვის, გამომდინარე მისი მასშტაბებიდან, სამხედრო შესაძლებლობებიდან და, ამავე დროს, საგარეო პოლიტიკის სფეროში მისაღებ გადაწყვეტილებებზე დემოკრატიული კონტროლის არარსებობიდან.

ევრაზიის ინსტიტუტი