აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დინ შპილმანს შეხვდა
1-din-shpilmanსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტ დინ შპილმანს შეხვდა. შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიმართა. როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, ევროსასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებებზე დაფუძნებულ „ევროპული საჯარო წესრიგის“ ქვაკუთხედს.  მისივე განცხადებით, საქართველოს ახალი მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გაცხადებული პრიორიტეტით მოვიდა ხელისუფლებაში, მის მიერ დეკლარირებულია ახალი სტრატეგია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს  საქართველოდან მიმართული საჩივრებისგან განტვირთავს.