აქტუალური
ვანო მერაბიშვილი, თაკო სალაყაია, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და გიგა ბოკერია კუბური კლუბიდან გამოყარეს!

1-kuburi-klubiსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ”ფეისბუქის” მომხმარებელ თამრიკო ხუნდაძის ინფორმაციით, 19 აპრილის ღამეს ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები კუბური კლუბიდან გამოყარეს, როგორც ხუნდაძეფეისბუქშიწერს, ვანო მერაბიშვილი, მისი მეუღლე თაკო სალაყაია, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გიგა ბოკერია და სხვები კუბურ კლუბში ”სავარაუდოდ, „წარმატებული“ მიტინგის და რებრენდირებული ნაცმოძრაობის მკვდრადშობილი ჩვილის", - ახალი ეროვნული მოძრაობის" დაარსებას” აღნიშნავდნენ.

თქვენ წარმოიდგინეთ, იმ კლუბში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მათთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას არ აპირებდნენ, რადგან შეუძლებელია უსმინო კარგ მუსიკას და დაისვენო, როდესაც გვერდით მკვლელები გისხედან. ერთ-ერთმა ახალაგაზრდამ ვერბალურად, მაგრამ საკმაოდ პირდაპირ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ამ კრიმინალური სუბიექტებისადმი. ატყდა ჩოჩქოლი, თუმცა, ბუნებრივია, ამ მხდალ ტიპებს, ყოფილ პოლიტისტებლიშმენტს საკუთარი ღირსების დასაცავად დიდად არ უბრძოლიათ. რაც არა აქვთ, რას დაიცავდნენ. მოკლედ, ისინი კლუბიდან გამოყარეს და სანამ დაცვის დახმარებით გასასვლელისკენ გზას გაიკვლევდნენ, ყველა მაგიდიდან გინება და სტვენა მიაცილებდა.

მოკლედ, რადგან ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება იძულებულია კოჰაბიტაციის სრულიად არაბუნებრივ პრაქტიკას მისდიოს, ინიციატივა ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში. თუ სადმე, რესტორანში, კლუბში, კაფეში ნაცბანდის რომელიმე წევრს გადავეყრებით, ან მათ დავატოვებინოთ ტერიტორია, ან ყველა დანარჩენმა დავტოვოთ იქაურობა. არ არის საჭირო არავითარი ძალადობა, ქცევით გამოხატული ჩვენი პროტესტი სავსებით საკმარისი იქნება თუნდაც საიმისოდ, რომ კომფორტულად არ იგრძნონ თავი. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ისინი გარიყულები არიან, რომ მოძალადეს, მკვლელს და ჯალათს ჩვენი ქვეყნის საზოგადოება უბრალოდ არ შეეგუება.

ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ, ამიტომ შეგვიძლია ღიად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, სრულიად მშვიდობიანად და არაძალოდბრივად!  ბოიკოტი ნაცბანდას - წადით აქედან, ჩვენ მკვლელებთან, მწამებლებთან და ხაზინის ქურდებთან შერიგებას არ ვაპირებთ” - წერს ხუნდაძე.