საქართველო, 22 აპრილი,
საქინფორმი. აშშ-ის ჯორჯიის შტატის პოლიციამ ჰოლივუდის მსახიობი
რიზ უიზერსპუნი დააკავა მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა საგზაო პოლიციის ოფიცრის მოთხოვნის შესრულებაზე.
პოლიციელმა გააჩერა ავტომანქანა, უიზერსპუნს სალონში დარჩენა უბრძანა და მისი ქმრის - ჯეიმს ტოტის შემოწმება დაიწყო ალკოჰოლის მოხმარებაზე. მსახიობი მანქანიდან მაინც გადავიდა და წესრიგის დამცველს აუყვირდა. შედეგად მას ხელბორკილები დაადეს და დააპატიმრეს.