უცხოეთი
ბოლოტნაიაზე არეულობის ორგანიზატორები თვეში 50 ათასს იღებდნენ

1-bolotnaia-ucxსაქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. 2012 წლის 6 მაისს ბოლოტნაიას მოედანზე მასობრივი არეულობის სავარაუდო ორგანიზატორები თვეში 50 ათასს იღებდნენ. ამის შესახებ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში კონსტანტინე ლებედევის საქმის განხილვისას პროკურორმა განაცხადა.

საბრალდებო დასკვნის კითხვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მიხაილ რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ ლებედევი, თანამონაწილეებთან ერთად, ათანხმებდა დროსა და ადგილს, მასობრივი არეულობების სცენარს, ხვდებოდა ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას, ურიგებდა ლიტერატურასა და გასავრცელებელ ფურცლებს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, იგი ანაწილებდა და აკონტროლებდა იმ თანხას, რომელიც ქართველი პოლიტიკოსი გივი თარგამაძისგან მასობრივი არეულობების ორგანიზებისთვის მიიღო.