საზოგადოება
მეოთხე ადგილზე ხმათა 40%-ით საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (36%) და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური (35%) მოსდევენ. ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 32% აფასებს, ხოლო განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას - 29% დადებითად აფასებს.
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა გამოკითხულთა 33%-ის დადებითი შეფასება დაიმსახურა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ - 27%-ის.
რეგიონული განვითარების მინისტრის დავით ნარმანიას საქმიანობას გამოკითხულთა 21% აფასებს დადებითად. მას მოსდევს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი (20%) და ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი (17%).
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის საქმიანობა დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 15%-მა შეაფასა.