სამართალი
კუკავას წინააღმდეგ კონკურენტები ცილისმწამებლურ კამპანიას აგრძელებენ

1-kukavaaსაქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, 27 აპრილის მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი კანდიდატის მხრიდან „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ მიმართული ცრუ ბრალდებების კამპანიაც კულმინაციას აღწევს.

ამ კამპანიას აწარმოებენ „ჯგუფები, რომლებიც ვერაფერს სთავაზობენ ამომრჩეველს და ფონს გასვლას სხვა კანდიდატების ცილისწამებით ცდილობენ. კერძოდ, მათი სამიზნე კახა კუკავაა, რადგან, ყველა გამოკითხვით, ნაძალადევის რაიონში სწორედთავისუფალი საქართველოსთავმჯდომარე ლიდერობს, ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში. იქვე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის სააგენტო "პრაიმერში" გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს კახა კუკავას, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატთან და გივი თარგამაძესთან ერთად, შექმნილი აქვს ტანდემი, რომელიც მიზნად "ნამდვილი ოპოზიციური ძალებისთვის" ხმების წართმევას ისახავს.

„რთული მისახვედრი არაა, რომ ამას ქალბატონი კილაძე საკუთარი ინიციატივით არ აკეთებს, მის მსგავსად, ჩვენი პარტიის მისამართით, ზრდილობის ელემენტარული ნორმების უგულებელყოფით, ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევიან აგრეთვე "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციაში მყოფი სხვადასახვა  პოლიტიკური სუბიექტებიც.

"თავისუფალი საქართველო" არ აპირებს ლანძღვაში კონკურენტებთან შეჯიბრებას. ყველანი საკადრის პასუხს 27 აპრილს ნაძალადევის ამომრჩევლისგან მიიღებენ“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ცნობაში.