საზოგადოება
ბაღათურია ოპოზიციაში გადავიდა

1-bagaturiaaსაქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. „ქართული დასის" ლიდერ ჯონდი ბაღათურია განცხადებით, რომელიც მან "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გააკეთა, იგი მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიმართ პატივისცემას იგი დღემდე ინარჩუნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გარკვეული ნაწილი საზოგადოებას გაემიჯნა.

“ქართული ოცნება" ზედმეტად გაერთო "ნაციონალურ მოძრაობასთან" საჩვენებელი კინკლაობით. ამ კინკლაობის უკან კი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გადარჩენის სურვილი დგას. ბიზნესებს გადაინაწილებენ და საპარლამენტო უმცირესობა ამ მიტაცებული ქონების ერთი ნაწილის შენარჩუნებას მაინც შეძლებს. პირდაპირ ვამბობ, ეს ქართველი ხალხის ღალატია. ჩვენ ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დამნაშავეთა ბანდაა, მაგრამ "ოცნებამ" უნდა შეიგნოს, რომ ის ოპოზიციაში აღარ არის და უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მაშინ, როდესაც ბიუჯეტიდან ფულის გაფლანგვაზეა საუბარი, პარლამენტში ფურცლები კი არ უნდა აფრიალონ, დამნაშავე უნდა დასაჯონ“, - აღნიშნა ბაღათურიამ.