აქტუალური
NDI: მერაბიშვილი - 26 %

1-merabiSviliiსაქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომლის შედეგები  დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოში NDI-ის დირექტორმა ლუის ნავარომ წარადგინა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი ლიდერი, რომელიც რეიტინგულ ათეულში მოხვდა, დავით ბაქრაძეა.

კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თბილისის მერ გიგი უგულავას და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთი პოზიციით უსწრებს. იგი გამოკითხულთა 26% მოსწონს. NDI-ის წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2012 წლის ნოემბერში ჩატარდა, სააკაშვილისა და უგულავას რეიტინგმა 4%-ით დაიკლო.

რეიტინგის ბოლოში მოექცა უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. იგი გამოკითხულთა მხოლოდ 8 %-ს მოსწონს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა მარტში ჩატარდა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 3 103 პირი გამოიკითხა. 17 აპრილს NDI-მ საზოგადოებას კვლევის პირველი ნაწილი წარუდგინა.