აქტუალური
შეხვედრას საქართველოს დელეგაციის მხრიდან ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გივიაშვილი.
შეხვედრის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილმა ევროპის საბჭოს “ოქროს წიგნში” ხელმოწერა დატოვა, ევროპის საბჭოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილმა და ჟან კლოდ მინიონმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთეს.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საკუთარ სახლში, - ასეთი მისალმებით დაიწყო ბატონმა მინიონმა შეხვედრა ჩვენთან და ასეთი განწყობა გვაქვს ჩვენც - საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ სახლში”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.