პოლიტიკა
ხვალ რუსეთი ივანიშვილს საგარეო პოლიტიკის ცვლილების შესახებ ჰკითხავს

1-biz-pool-3საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაში განზრახული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დაუსვას შეკითხვა რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის შეცვლის თაობაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო დუმას საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა განუცხადა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ხვალ, 2013 წლის 23 აპრილს გამოვა. ის მოკლე სიტყვით გამოვა და პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხებს. სესიის ფარგლებში დაგეგმილია აგრეთვე 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ პირველი შეხვედრა რფ-ის და საქართველოს დელეგაციებს შორის სრული შემადგენლობით.

“ივანიშვილთან დაკავშირებით... ჩვენ ვაპირებთ დავესწროთ, დავსვათ შეკითხვები იმის შესახებ, რამდენად აპირებს ის საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლას, კერძოდ, რუსეთის მიმართ, იმიტომ რომ ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლების ყველა ოფიციალური განცხადება იმ საგარეო პოლიტიკის კალაპოტში თავსდება, რომელსაც სააკაშვილი ატარებდა“, - აღნიშნა პუშკოვმა.

“ჩვენ გვინდა, გავიგოთ, როგორი იქნება  ცვლილებები, რომლებიც საფუძველს მოგვცემს მივიჩნიოთ, რომ არსებობს საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა“, - განაცხადა მან.

ცნობისათვის: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ა.წ. იანვარში უკვე გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.