სამართალი
საპროტესტო აქცია

cxartishviliდღეს გარემოვაჭრეები მორიგ საპროტესტი აქციას ამჯერად თბილისის საკრებულოს შენობასთან გამართავენ. როგორც საქინფორმს აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, ისინი არ მოასვენებენ ხელისუფლებას, სანამ მოვაჭრეების რეგულირების წესები არ იქნება მიღებული საკანონმდებლო დონეზე.

,,ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს მიღმა მოაქციოს. ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, ხალხის ხარჯზე გაისქელონ ჯიბეები, ამიტომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება, სანამ არ დაკმაყოფილდება გარემოვაჭრეების მოთხოვნები,’’ - აცხადებს ჩხარტიშვილი. გარემოვაჭრეები კი მათთვის ადგილის გამოყოფასა და ფიქსირებული გადასახადების დაწესებას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობას ლილოს ბაზრობის, თერგის (ე.წ. ვაგზლის) ბაზრობის, სავაჭრო ცენტრების – “კიდობნისა” და “პასაჟის” მოვაჭრეები, ასევე, გარემოვაჭრეები და დევნილები მიიღებენ.