პუბლიკაციები
ჯავახკის დიასპორას წინადადება შემოაქვს სააკაშვილი ახალქალაქის სარკინიგზო ვაგზლის დირექტორად დაინიშნოს - ბარემ, ჩახალიანს უფრო ახლოს გაეცნოს

1anal-1-pol-1-A-2საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. 2013 წლის 19 აპრილს რუსეთის ჯავახკის დიასპორამ ჩვენს რედაქციას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც საქინფორმს თავისი მოსაზრებები გაუზიარა საქართველოში ბოლო დროს მომხდარი მოვლენების თაობაზე.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 19 აპრილისთვის დანიშნული აქციის სტარტამდე, რამდენიმე უცნაური მოვლენა მოხდა, რომლებიც, ამავე დროს, გააზრებას არ ექვემდებარება. აი, ზოგიერთი მათგანი:

- სააკაშვილი თურქეთში გაემგზავრა და ყველას ჯინაზე... ხელი “მოიტეხა“, რათა სომხეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობა არ მიეღო. წესიერად არავის აუხსნია - როგორ მოხდა ეს და როგორ შეუხორცდა მას ყველაფერი ასე სწრაფად...

- სააკაშვილის ჩაწოდებით რამდენიმე დღის თბილისში, სომხეთის საელჩოს წინ ანტისომხური პიკეტი მოეწყო - ვითომდა აფხაზეთის სომხური დელეგაციის წინააღმდეგ, რომელიც სომხეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიიწვიეს. პიკეტზე გაჰყვიროდნენ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს სომხეთის პატრიარქის (?!), სომხეთის რესპუბლიკის ელჩის (?!), აგრეთვე საერთოდ, სომხების (!) მიმართ. შემდგომ საქართველოს პრეზიდენტმა ეს თემა საჯარო განცხადებით განაგრძო.

- სააკაშვილი ჯავახკში ჩავიდა და იგივე გაიმეორა (პრაქტიკულად, იგივე სიტყვები და იგივე ქმედებები), რაც ათი დღით ადრე თურქეთის სოფელ ჰაირში გააკეთა (მას დაავიწყდა, რომ ჯავახეთი - საქართველოა!).

ჯავახკში ამ ჩასვლამ ნათლად აჩვენა, რომ მას რკინიგზა ყარსი-თბილისი-ბაქო და მხარის მხოლოდ ქართველი მოსახლეობა აინტერესებს (ის საქართველოს მოქალაქეებს ღიად ყოფს თავისიანებად და უცხოებად!). ამით პრეზიდენტი განზრახ უბიძგებს და სტიმულს აძლევს მხარის მოსახლეობას სეპარატიზმისკენ, რაშიც თვითონვე განუწყვეტლივ ადანაშაულებს ჯავახკის  სომეხი ეროვნების ბევრ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის - ჩვენ...

ის ჯავახეთის სომხებს ისე უქებდა მომავალ რკინიგზას, რომ, ალბათ, საკუთარი ფანტაზიები თვითონვე დაიჯერა... უცნაური ის არის, რომ იგი აზერბაიჯანელებზე მეტად არის დაინტერესებული ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის მშენებლობით...

ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია გთავაზობთ - გადადგომის შემდეგ სააკაშვილი ახალქალაქის სარკინიგზო ვაგზლის დირექტორად დაინიშნოს... ბარემ ვაჰაგან ჩახალიანის უფრო ახლოს გაცნობის შესაძლებლობა და დროც ექნება.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - ალბათ, დრო გვაჩვენებს...

პატივისცემით,

საზოგადოებრივი ორგანიზაცია

“რუსეთის ჯავახკის დიასპორა