რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ანჟელიკა და მეფე“ - დამნაშავეთა რებრედინგი შეუძლებელია ისევე, როგორც მათთან კოჰაბიტაცია!

1-ARNO-GEOაუცილებელი არ არის, ფსიქოანალიზის ჩვევებს ფლობდე, რომ “ნაცმოძრაობის“ 10 სტრატეგიული შეცდომა ჩამოთვალო 2013 წლის 19 აპრილის უბადრუკ შოუზე, საქართველოს ეყროპული (უკვე მარტო ევროპული, და არა ევროატლანტიკური!) კურსის უალტერნატივობის მხარდასაჭერ აქციად რომ ცდილობდნენ ქართველი ხალხისთვის შესაღებას. “ნაციონალებისთვის“ ყველაზე უარყოფითს ისინი საგანგებოდ თვითონვე შეეხნენ, რათა საკუთარი უშიშრობის და უდანაშაულობის - ერგო, მათი მისამართით ბრალდებების უსაფუძვლობის დემონსტრირება მოეხდინათ!

შეცდომა №1 არ შეიძლებოდა, “ნაცებს“ მიტინგი მათ მიერვე შიშველ კედლებამდე გაძარცული პარლამენტის წინ ჩაეტარებინათ - 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის დროს მოქალაქეთა სისხლით შეღებილ რუსთაველის გამზირზე;

შეცდომა №2 არ შეიძლებოდა, პრეზიდენტი სააკაშვილი ბრბოში გამოჩენილიყო, ხვევნა-კოცნა გაემართა, ჩვეულებისამებრ ხელები ექნია და სცენიდან ჩამომხტარიყო - ყველა მიხვდა, რომ მას არავითარი ლავიწის სამმაგი მოტეხილობა არ ჰქონია (საგანგებოდ 8 აპრილს მოიგონა მარჯვენა ხელის მოტეხილობა, რადგან 9 აპრილს ერევანში ინაუგურაციაზე ჩასვლა და პრეზიდენტ სარგსიანისთვის ხელის ჩამორთმევა მას თურქეთში  აუკრძალეს!);

შეცდომა №3 არ შეიძლებოდა, გენმდივან მერაბიშვილს ეთქვა, რომ ““ნაცმოძრაობა“ დღეს ისტორიაში შევიდა“ - ეს ქვეცნობიერად აღიქმებოდა, როგორც ““ნაცმოძრაობა“ დღეს ისტორიას ჩაბარდა“;

შეცდომა №4 არ შეიძლებოდა საქართველოს ევროპულ ორიენტაციაზე ლაპარაკისას მრავალჯერ გამეორება:“ჩვენ არასდროს დავბრუნდებით უკან!“ - ეს აღიქმებოდა, როგორც “საქართველო არასდროს დაბრუნდება უკან  - “ნაცმოძრაობაში“!“, იმიტომ რომ, თუ “ქართული ოცნებიდან“ გუშინდელ დღეში დავბრუნდებით, რიგით ჯერ სააკაშვილის “ნაცმოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობა მოდის, მერე შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირის“ 10-წლიანი მმართველობა, შემდეგ გამსახურდიას “მრგვალი მაგიდის“ 2 წელიწადი და მხოლოდ შემდეგ - საბჭოთა საქართველო სსრკ-ის შემადგენლობაში:

შეცდომა №5 არ შეიძლებოდა, საქართველოს ციხეებში პატიმრების მასობრივი გაუპატიურების ამსახველი ვიდეოკადრების შემდეგ, რომლებიც მსოფლიომ ნახა, ხშირად ეხსენებინათ სიტყვები “ორიენტაცია“ და “უკან“ - მით უმეტეს, როდესაც სცენაზე “ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელებთან - თავმჯდომარე სააკაშვილთან და გენმდივან მერაბიშვილთან - ჩახუტებული იდგა ცნობილი “ნასედკა“ მეტსახელად “ანჟელა“ - გიორგი მაზმანიანი, რომელიც დღეს “მიშაუგენდის“ - მოძრაობა “პატრიოტების“ ლიდერია;

შეცდომა №6 არ შეიძლებოდა სიტყვა მიეცათ გაუნათლებელი ხალხისთვის, მაგალითად - საპარლამენტო უმცირესობის წევრი ვაშაძისთვის, რომელსაც რაღაც გაუგია “თერგდალეულების“ შესახებ და ამაყად წარმოთქვა: მოდით, ყველანი ერთად დავიხარჯოთ საქვეყნო საქმის კეთებაში და მჩქეფარე თერგივით, ბობოქარი თერგივით ჩვენი ახალი მოძრაობით, მშვიდობიანად მივიდეთ განვითარებულ საქართველომდე!“ - ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ბობოქარი თერგი რუსეთში მიგვიყვანს, რადგანაც საქართველოდან რუსეთში მიედინება... ალბათ, ვაშაძესავით გაუნათლებლებმა დაწერეს მუყაოს პლაკატზე ორი რუსული სიტყვა ორი ორთოგრაფიული და ერთი პუნქტუაციური შეცდომით: “ОКУПАНТИ ВОН!“ (ნაცვლად “ОККУПАНТЫ, ВОН!“);

შეცდომა №7 არ შეიძლებოდა, არ მიეწვიათ კულტურის, მეცნიერების, სპორტის არცერთი ცნობილი მოღვაწე და აქციაზე მიეყვანათ მხოლოდ აქტივისტები (ძირითადად, პროვინციიდან) და ზომბირებული ახალგაზრდობა, რომელსაც ნებისმიერი გასართობი უხარია (სულ 7 ათასამდე მონაწილე) - ამან აჩვენა, რომ ქართველი ინტელიგენცია და თბილისელები “ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ არიან;

შეცდომა №8 არ შეიძლებოდა, რომ აქციაზე ქართულის გარდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო დროშა ფრიალებდა - აზერბაიჯანის, რადგან ამან აჩვენა, რომ სომხებმა, ჯანსუღ ჩარკვიანის მიმართვის მიუხედავად, “ნაცმოძრაობის“ აქციის იგნორირება მოახდინეს;

შეცდომა №9 არ შეიძლებოდა ძველი, მოდიდან გამოსული შტამპების გამოყენება - ოკუპანტი რუსეთის წყევლა და ივანიშვილის დადანაშაულება კრემლის კაცობაში, რაც უკვე დიდი ხანია ქართველ საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას იწვევს და პროვინციალიზმით ყარს;

შეცდომა №10 არ შეიძლებოდა „ნაცმოძრაობის“ რებრედინგზე - “ახალ ნაცმოძრაობაზე“ ლაპარაკი, რადგან ქართველი ხალხი უკვე მიხვდა - დამნაშავეთა შეცვლა (რებრედინგი) შეუძლებელია, ისევე, როგორც მათთან თანაცხოვრება (კოჰაბიტაცია)!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2013 წლის 22 აპრილი

A-1 A-2
A-3 A-4
A-5 A-6
A-7