აზერბაიჯანში პროსტიტუციის ლეგალიზებაზე ფიქრობენ
საქართველო, 19 აპრილი,
საქინფორმი. აზერბაიჯანის პარლამენტში 19 აპრილის სხდომაზე პროსტიტუციის შესაძლო ლეგალიზაციის საკითხი წამოჭრეს. ამ ინიციატივით მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანის“აღმასრულებელი მდივნის მოადგილე
იავუშ ნოვრუზოვი გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ სფეროში კანონის გამკაცრება კორუფციას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ პროსტიტუციის ლეგალიზაცია ბოლო წლებში დასავლეთ ევროპის რიგ სახელმწიფოებში განხორციელდა. აზერბაიჯანში ამ საქმიანობისთვის 500-დან 1000 მანათამდე (640-1 300 დოლარი) ჯარიმაა გათვალისწინებული.