უცხოეთი
საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. გერმანიის პოლიციამ ააფეთქა საეჭვო ამანათი, რომელიც გერმანიის პრეზიდენტ იოაჰიმ გაუკის ადმინისტრაციაში 19 აპრილს მივიდა. პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ამანათში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. თავად იოაჰიმ გაუკი ამ დროს ბერლინში იმყოფებოდა, თუმცა არა ბელვიუს სასახლეში - თავის რეზიდენციაში.