უცხოეთი
ამერიკული ტელეარხები ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ 19 წლის ჯოხარ ცარნაევი, რომელიც შეიარაღებულია და საშიშია, სამართალდამცავებს ემალება. ხუთშაბათს კემბრიჯში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა. პარასკევს კი სამართალდამცავმა ორგანოებმა მკვლელის დასაკავებელი ოპერაცია ჩაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს ბოსტონის მარათონზე ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 170 დაიჭრა, დისტანციური ბომბის აფეთქებას 8 წლის ბავშვიც ემსხვერპლა.