ქვეყნის მეთაურის განცხადებით, “ ჩვენი მტერი გვეუბნება, თქვენი არჩევანი არის ძალიან მარტივი - უღირსობასა და დანარჩენი ქვეყნის ოკუპაციას შორის. თუ არ აიღებთ ხელს ღირსებაზე, ჩვენ მოვალთ და დანარჩენ ქვეყანასაც დავიბრუნებთ. თუ ჩვენ ავირჩევთ უღირსობას, ჩვენ მივიღებთ სრულ ოკუპაციას“.
პრეზიდენტმა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის გააქტიურების სურვილის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც გააკრიტიკა და ბურჯანაძეს "კრემლის მეგობარი", საქართველოს მთავრობას კი "ნახევრად მეგობარი" უწოდა.
„ახალ მთავრობას სურს, ოპოზიცია იყოს ნინო ბურჯანაძე - ვინც პუტინის მეგობარია, რათა ხალხმა არჩევანი გააკეთოს მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის, აირჩიოს ან კრემლის მეგობარი ბურჯანაძე, ან კრემლის ნახევრად მეგობარი მთავრობა. მინდა ყველას ვუთხრა, ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს არა მოღალატეებსა და ნახევრად მოღალატეებს შორის, არამედ პატრიოტებსა და კიდევ უფრო პატრიოტებს შორის", - განაცხადა სააკაშვილმა.
P.S. ასე უსახელოდ, აქციაზე 7 ათასიოდე მონაწილის შეკრებით დაამთავრა თავისი დღეები ექს-მმართველმა პარტია “ნაცმოძრაობამ“, რომელიც 9 წელი ატერორებდა მთელ ქვეყანას. მართალია, მისი ლიდერები ტრიბუნიდან ხმას იხლეჩდნენ და “ახალი ნაციონალური მოძრაობის“ დაბადების შესახებ აცხადებდნენ, მაგრამ დღეს საქართველოში ყველამ დაინახა, რომ “ბავშვი“ - მკვდრად შობილია...
აქ მთელი მათი არსენალი იყო - ფურთხიც ივანიშვილის ახალი ხელისუფლების მხარეს, წყევლაც რუსეთის მისამართით, სადღეგრძელოებიც იუშჩენკოს და კაჩინსკის პატივსაცემად, მოცეკვავე სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობაც, რომელიც მომიტინგეთა უმრავლესობას შეადგენდა.
ხოლო მიტინგის შემდეგ, რომელიც არასრულ 2 საათს გაგრძელდა, საქართველოში მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, რაც დასამახსოვრებელი იყო - სცენაზე უშუალოდ სააკაშვილის და მერაბიშვილს გვერდით მდგომ ცნობილ “ქათამზე“ მეტსახელად “ანჟელა“ (გიორგი მაზმანიანი), რომელიც ნაციონალებმა ახალგაზრდული მოძრაობა "პატრიოტების" ხელმძღვანელად (!) დანიშნეს და კარგი გრანტი მისცეს...
“ანჟელა“ სცენაზე ევროკავშირის დროშაში გახვეული იდგა და საქართველოს ევროპულ ორიენტაციას განასახიერებდა...