ქართულ საბანკო სექტორში, შესაძლოა, ჩინეთის უმსხვილესი ბანკი შემოვიდეს. ჩინეთის განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოში უახლოს ხანებში ჩამოვა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა. გამორიცხული არ არის, ბანკმა თბილისში თავისი წარმომადგენლობაც გახსნას.
ჩინეთის განვითარების ბანკი 1994 წელს დაფუძნდა. იგი ერთადერთია ჩინეთში, რომლის მმართველი მინისტრთა კაბინეტის წევრია. ჩინეთის განვითარების ბანკი, მოგების მიხედვით, ქვეყანაში პირველია, ხოლო აზიაში - მეორე. ეს ფინანსური ორგანიზაცია, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზეა ორიენტირებული. თუ გავითვალისწინებთ ქართული ბანკების მიერ წლის მესამე კვარტლის ზარალით დასრულებასა და თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნებს, არ არის გამორიცხული, ჩინეთის განვითარების ბანკმა თავის არეალში რამდენიმე ქართული ბანკიც მოაქციოს.