აქტუალური
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით დღეს, 19 აპრილს, 16:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა ახალი ხელისუფლების მიერ ქვეყნის დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნება იქნება. აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფებიც უერთდებიან.
დღევანდელ აქციაზე, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობაც.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 აპრილის აქციას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.