უცხოეთი
საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. 18 აპრილის ღამეს გფბ-მ დააკავა მამაკაცი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის და მისისიპის შტატის სენატორის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ობამამ და სენატორმა როჯერ უიკერმა მიიღეს წერილები, რომლებიც სასიკვდილო შხამით - რიცინით იყო გაჟღენთილი. სპეცსამსახურებმა დააკავეს მისისიპის შტატის ქალაქ კორინთოს მკვიდრი, 45 წლის პოლ კევინ კერტისი, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ელვის პრესლის ორეულად არის ცნობილი. მის წინააღმდეგ მთავარ სამხილად ის ფაქტი იქცა, რომ ორივე გზავნილი მის ინიციალებს შეიცავს.