ბენ ლადენის საყვარელი პორნოვარსკვლავი
საქართველო, 18 აპრილი,
საქინფორმი. ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული
უსამა ბენ ლადენი არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი მამაკაცებისგან, - წერენ ბულვარული ჟურნალისტები და დასტურად „ალ-კაიდას“ ყოფილი ლიდერის შესახებ გამოცემული წიგნი მოჰყავთ, რომლის მიხედვით, ისლამისტის ყოფილ თავშესაფარში აღმოჩენილი იქნა პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოჩანაწერები.
უსამა ბენ ლადენს არა მარტო უყვარდა პორნოგრაფია, არამედ ამ არცთუ იოლი ჟანრის კონკრეტული ვარსკვლავის - კანადელი სანი ლეონეს თაყვანისმცემელიც იყო. ამერიკელი სამხედროების მიერ განადგურებული ტერორისტის სახლში აბოტაბადში ამ მსახიობის მონაწილეობით ათობით ფილმი აღმოაჩინეს.