პოლიტიკა
20 აპრილს უგულავა პრაღაში მიემგზავრება

ugulსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს დელეგაციას, რომელიც 20 აპრილს ჩეხეთში მიემგზავრება, გიგი უგულავა უხელმძღვანელებს.  22-24 აპრილს პრაღაში “თბილისის დღეები“ გაიმართება.

თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ინფორმაციით,  "თბილისის დღეები" ოფიციალურად 22 აპრილს ანსამბლ "ქართული ხმების" კონცერტით გაიხსნება. პრაღის მერია ძველი თბილისის რეაბილიტაციის ამსახველ ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე ორ კონცერტს გამართავს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი Georgian Brass. თითების თეატრი ორ სპექტაკლს წარმოადგენს თეატრ "მინორში", პრაღის მუნიციპალურ მუზეუმში კი თბილისის მუნიციპალური მუზეუმების თემატური გამოფენა გაიმართება.

დელეგაცია პრაღიდან 25 აპრილს დაბრუნდება.