პოლიტიკა
უსუფაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანაა“

usupashviliსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, რომელიც მან  რადიო “თავისუფლების“ პრაღის შტაბბინაში სტუმრობისას გააკეთა, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებს ახლა ეჭვი აღარ ეპარებათ ქვეყნის ხელისუფლების პროდასავლურობაში. მისივე თქმით, მათთვის, ვისაც საქართველოს შესახებ მწირი ცოდნა ჰქონდა, ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ომებით გაწამებულ ამ პატარა ქვეყანაში არსებობდა პროდასავლური ხელისუფლება და შემდეგ ის ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლაში ასევე პროდასავლურმა ძალამ დაამარცხა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა არის ქართული დემოკრატიის ამოცანა“. თუმცა, მისივე განმარტებით, „ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. მაგრამ თავად “ნაციონალური მოძრაობა“ რამდენად გაუძლებს ამ განსაცდელს, არ გადაჰყვება შიდა გაუგებრობებსა და შეჯახებებს - ჩემი საქმე არ არის. მე ვისურვებ, რომ მისი შედარებით ჯანსაღი ნაწილი ამ პროცესიდან უვნებელი გამოვიდეს და მათ ისევ პოლიტიკურ ბრძოლაში დავამარცხებთ“.