ამასთან, ახალაიას ინფორმაციით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, იგი სიამოვნებით მიადევნებს თვალს, როგორ გახდება „ქართული ოცნება" ახალაიების ქომაგი.
"1) მანიაკებად არ იბადებიან, მანიაკებად ყალიბდებიან.
2) ეს ძმა რომ მანიაკი იყო, გასულ წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დავადგინე მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ვიხილე მისი "მსხვერპლი".
3) მეორე ძმა რომ არაჯანსაღია, იმ დღეს დავრწმუნდი, როცა მოხსნეს.
დასკვნებს იმის საფუძველზე ვაკეთებ, რაც ზუსტად ვიცი - შესაბამისად, ჩემთვის მანიაკი გახდა მაშინ, როცა ზუსტად დავადგინე.
მე არ ვუკარგავ არც ერთ ძმას იმ დამსახურებებს რაც აქვთ და რის გამოც ჩემს პატივისცემას იმსახურებდნენ - უპირველესად, „კანონიერი ქურდების" ალაგმვას ვგულისხმობ, მაგრამ ეს ინდულგენცია ვერ იქნება.
ახლა დავჯდები და დავაკვირდები, როგორ გახდება „ქართული ოცნება" ახალაიების ქომაგი", - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი.
ჩერგოლეიშვილის აღნიშნულ შეფასებას მაშინვე გამოეხმაურა „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი მაკო ქარდავა, რომელიც წერს: „დეგენერატო!!!!!! უზრდელი ქალი ხარ ჩერგოლ, მეტი კი არაფერი, მანიაკი შენი ქმარი უფრო შეიძლება იყოს ვიდრე დათა და ბაჩო. ახლა გინდ მათი სექტანტი მეძახე და გინდ გიჟის პერანგი ჩამაცვი. ისე გიგას გადაეცი, ხელი მაგრა ჩამჭიდეთქო“ (სტილი დაცულია).