საზოგადოება
ვაშაძე: „სააკაშვილი 19 აპრილის აქციაზე არ იქნება“

saaka-ar-mivaსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. 19 აპრილის აქციაზე პრეზიდენტი არ მივა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი “ვერსია“ საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ვაშაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვაშაძის განმარტებით, ხვალინდელი აქციის მშვიდად წარმართვა “ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წევრის ინტერესებშია, რადგან ბევრი მათგანი 19 აპრილს რუსთაველზე ოჯახით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად მივა.

"ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამ აქციაზე არ იქნება, ამას თქვენი თვალითაც ნახავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ თავად ვიქნებით მობილიზებულნი, წესრიგი დავიცვათ. მე 19 აპრილს აქციაზე ოჯახთან და შვილებთან ერთად ვაპირებ მისვლას. ბავშვებთან ერთად მოდის ჩვენი ბევრი წევრიც. დარწმუნებული ვარ, რაიმე ტიპის პროვოკაციას არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. საერთოდ, ისიც ძალიან გამიკვირდა, რატომ გააკეთა შს მინისტრმა საჯაროდ განცხადება მერიასთან ერთად მონიტორინგის ერთობლივი ჯგუფების შექმნის შესახებ. ერთადერთი, რაც ვიფიქრე, წინასწარ თავად ღარიბაშვილს ხომ არ უნდა, არგუმენტები მოიშველიოს - მე წესრიგის დამყარებას ვცდილობდიო?! თუმცა, იმედია, არაფერი მოხდება", - განაცხადა ვაშაძემ.