სამართალი
კალმახელიძემ, სააკაშვილის ნებართვით, პირადად უბრძანა ალიევს თამაზაშვილის მოკვლა!

khatuna-samartსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. “ანატომიამ“ ნათია მიქიაშვილთან ერთად (პროექტი TV9-ზე, რომელიც ექსკლუზიურ ჟურნალისტურ გამოძიებებს ამზადებს წინა ხელისუფლების დანაშაულთა შესახებ ყველაზე სკანდალურ თემებზე), 3-თვიანი მცდელობის შემდეგ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც უდავოდ ამტკიცებს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრად მუშაობის დროს ხათუნა კალმახელიძემ “პატიმარ“ გუგარ ალიევს პოლიციის გენერალ თამაზ თამაზაშვილის - ახლანდელი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის - ლიკვიდაცია უბრძანა. თამაზაშვილი ყალბი ბრალდებით იყო მსჯავრდებული - კალაშნიკოვის ავტომატის შენახვისათვის (რომელიც, ამასთან, გაფუჭებული იყო და რომელიც მას “ნისანის“ მარკის ჯიპში დაკავების სპეცოპერაციის დროს ჩაუდეს).

დავალებაზე თავდაპირველად უარის თქმის გამო ალიევი, გლდანის №8 საპყრობილის უფროსის დავით ხუჭუას ბრძანებით, ელექტროსკამზე აწამა ციხის თანამშრომელმა ოლეგ ფაცაციამ, შემდეგ კი პატიმარმა მეტსახელად “სომეხამ“, რომელიც ციხის ჯალათის ფუნქციას ასრულებდა, ციხის მორგში ერთ მოკლულ პატიმარს ღვიძლი ამოაჭრა და დემონსტრაციულად აჭამა კატას!

მაგრამ გენერალმა თამაზაშვილმა - ხანგრძლივი სტაჟის მქონე პოლიციელმა - ალიევის გადაბირება მოახერხა და ამის შემდეგ ის ხათუნა კალმახელიძეს იმას მოახსენებდა, რასაც თამაზაშვილი ავალებდა, კალმახელიძე კი მის სიტყვებს დიქტოფონზე იწერდა და პირდაპირ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ურეკავდა. კერძოდ, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ალიევმა უთხრა კალმახელიძეს, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფარულად თანაუგრძნობდა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. “აი, ხომ ვამბობდი!“ - შესძახა მაშინ ხათუნამ და მობილურ ტელეფონს სტაცა ხელი, 3 დღის შემდეგ კი მერაბიშვილი შს მინისტრის პოსტიდან მოხსნეს და იმ ხელისუფლების დროს ნაკლებად მნიშვნელოვან “მეურნის“ თანამდებობაზე - პრემიერ-მინისტრად გადაიყვანეს.