სამართალი
სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი: „აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე“

jefri-samart3-mtსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან": ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი პირველად საქართველოში 1991 წელს ჩამოვიდა. მას შემდეგ ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას და აქ საკმაოდ დიდი ხნითაც რჩება ხოლმე. მისი თქმით, ახლოს იცნობს მეთიუ ბრაიზას და თავად მას კარგად იცნობენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამასთან, სილვერმანი 2001-2003 წლებში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.

- თქვენ საუბრის დაწყებამდე ისიც მითხარით, რომ საინტერესო ინფორმაციას ფლობთ გაქვთ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე…

- მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ( FBI) თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამერიკაში ვესაუბრე FBI-ს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მტკიცებულებები, კერძოდ, აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე, რადგან მკვლელობის რეალური მიზეზი თუ გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიეყენებდა. დარწმუნებული ვარ, იმ დროს საქართველოში რომ ვყოფილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი.

jefri-sam-3-qvem