აშშ-ის სენატორებმა ისრაელის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს
საქართველო, 17 აპრილი,
საქინფორმი. აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს №65 რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელისთვის უპირობო სამხედრო და დიპლომატიური დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს ირანის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშისას.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის, გადარჩენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა აშშ-ის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა. აშშ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას: თუ ისრაელი იძულებული გახდება, თავდაცვის მიზნით სამხედრო მოქმედებები განახორციელოს, აშშ მას ყველა აუცილებელ დიპლომატიურ, სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.