უცხოეთი
ცახალის გენშტაბი: „ირანს ჩვენ თვითონ შევუტევთ“

caxal-ucxსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. ისრაელის თავდაცვის არმიას საშუალება აქვს, სხვა ქვეყნების დაუხმარებლად შეუტიოს ირანის ბირთვულ ობიექტებს. ამის შესახებ გუშინ რადიოინტერვიუში ცახალის გენშტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენი ჰანცმა განაცხადა.

ჰანცის თქმით, სიჩუმე ღაზას სექტორის წინა ხაზზე გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ცახალის ოპერაციის „ღრუბლის ბოძის“ წარმატებას ადასტურებს. გენერლის განცხადებით, თუ სარაკეტო იერიშები განახლდება, ცახალი პალესტინის სანაპირო ანკლავზე გაფართოებულ ოპერაციას ჩაატარებს.