სამართალი
გოკა გაბაშვილი: “ახალაიას მიერ გავრცელებული განცხადება ბოდვაა”

gokaსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, დათა ახალაიას მიერ სოცქსელებში გავრცელებული განცხადება „სრული აბსურდი და ბოდვაა“.

„არ ვიცი, რა მიზნები ამოძრავებს, მაგრამ ეს განცხადება და მისი სულისკვეთება სრული სისულელეა. ვერ გეტყვით, რა მოტივაცია აქვს, თავიდან ისიც არ იყო გარკვეული, ვისი იყო ეს განცხადება, მაგრამ რადგან ადვოკატი ადასტურებს, მისია, ეტყობა. არ ვიცი, რით არის განპირობებული მისი განცხადება, სრულიად გაუგებარია, არანაირ რეალობას არ ეფუძნება”, – აღნიშნა გაბაშვილმა.

დეპუტატის თქმით, არჩევანის უფლება ყველას აქვს, თუმცა დათა ახალაიას მხარდამჭერების ადგილი ფრაქციაში არ არის...