სამართალი
თუთბერიძე: “ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებებს მერაბიშვილის ხალხი იძლევა”

tea-samartსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. თეა თუთბერიძის განცხადებით, რომელიც მან დღეს „პრაიმ–ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაააკეთა, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევენ ვანო მერაბიშვილის მოადგილე, ზურაბ არსოშვილი და ის ხალხი, ვინც თავის დროზე მერაბიშვილის ინტერსებს ატარებდა.

“პროკურატურასთან გარიგებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენებებს ახალაიას წინააღმდეგ აძლევენ, ეს არის მერაბიშვილის მოადგილე ლორთქიფანიძე, ასევე ზურაბ არსოშვილი, შალვა ჯანაშვილი. საინტერესოა, რატომ ვერ მოიძებნა ახალაიას გარემოცვიდან ვერც ერთი პირი, რომელიც მერაბიშვილის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას”, – განაცხადა თეა თუთბერიძემ და იქვე აღნიშნა, რომ საბოლოოდ ყველაფერს ფარდა აეხდება და საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს.