პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილს დებატებში იწვევს

ninoსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე „რუსთავი 2“-ის გადაცემა "პოზიციაში" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აგვისტოს ომსა და სხვა გახმაურებულ საქმეებში ქვეყნის პრეზიდენტს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ადანაშაულებს.

ამ საკითხებზე სასაუბროდ  ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილს დებატებში იწვევს.

"ადრე თუ გვიან ეს გამოძიება აუცილებლად ჩატარდება, ისევე, როგორც გამოძიება სხვა რეზონანსულ თუ ნაკლებად გახმაურებულ საქმეებზე, რომლებთან მიმართებაშიც დანაშაული აქვთ ჩადენილი პირადად სააკაშვილს და “ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებს.  საქართველოში სამართალი აუცილებლად იზეიმებს. მზად ვარ, ნებისმიერ პირდაპირ ეთერში მივიღო  მონაწილეობა დებატებში პრეზიდენტთან", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.