საზოგადოება
საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. მიკვირს საგარეო საქმეთა სამინისტროსი - რატომ არ ინტერესდება, რა მოხდა თურქეთში, - ამის შესახებ თურქეთში პრეზიდენტის ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტის შეფასებისას რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთში საზოგადოებრივ ინციდენტს რომ ჰქონოდა ადგილი, ადგილობრივი პრესა არ გაჩუმდებოდა. იქ სულ სხვა რამ მოხდა.“Timer.ge”-მიერ გავარცელებული ინფორმაციით, გოგა ხაინდრავა აღნიშნავს, რომ თურქულ მხარეს არ გამოუქვეყნებია არცერთი წერილი და ცნობა, და არც კომენტარი გაკეთებულა.
"მე ზუსტად ვიცი, რაც მოუვიდა, რატომ წაიქცა და რა დაემართა. ეგ არის პირწავარდნლი ნარკომანი. შუბლზე აწერია დიდი ასოებით. მე მიკვირს საგარეო საქმეთა სამინისტროსი. რატომ არ ინტერესდება, თუ რა მოხდა თურქეთში. ქვეყნის პრეზიდენტს ასეთი რამ შეემთხვა, დაშავდა, კლინიკაში ოპერაცია გაუკეთდა, ამიხსნას საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რა მოხდა. ხუმრობა ხომ არ არის? სამინისტრომ ოფიციალურად უნდა მოითხოვოს ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა უწყებიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოუვიდა საქართველოს პრეზიდენტს თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს". - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.