08.08.08. ომთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში ან ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში დაკითხვის გარდაუვალობით შეშინებულმა საქართველოს პრეზიდენტმა მორიგ ეშმაკობას მიმართა - 1 საათისა და 42 წუთის განმავლობაში, ტელეწამყვან ნინო შუბლაძის პირით ის საკუთარ თავს ყველაზე მწვავე შეკითხვებს უსვამდა და მათ თვითონვე პასუხობდა, რათა შემდეგ ამის გაკეთებამ გამომძიებლებს არ მოუწიოთ...
პასუხობდა, როგორც ყოველთვის - 10% რეალობას 90% ტყუილს ურევდა, რათა გაუთვითცნობიერებლებს და დაეჭვებულებს 100-პროცენტიანი სიმართლის შთაბეჭდილება შეჰქმნოდათ!
ვ.ვ. პუტინის დაპირება “ორი ადგილით“ ჩამოკიდების შესახებ, შეტევაზე წამოსული რუსული გამანადგურებლის ხმის შიშით მიწაზე ფორთხვა - ეს და ბევრი სხვა, მისთვის ყველაზე სამარცხვინო კადრი თოქშოუს მიმდინარეობისას მოქადაგე პრეზიდენტის ზურგს უკან დიდ ეკრანზე გადიოდა...
ნორმალური ადამიანი ცდილობს, ასეთი ფაქტები ან დაივიწყოს, ან გამოასწოროს, ანდა გამოისყიდოს - თუნდაც საკუთარი სისხლით! მაგრამ... არა სააკაშვილი, რომელსაც მათი არ რცხვენია და გამუდმებით იხსენებს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს: მიშა - გიჟია!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი