უცხოეთი
ტერაქტი ბოსტონში

terakt-mtსაქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. მარათონის განაწყენებული მონაწილე, ერთ-ერთი ამერიკული „პატრიოტული“ დაჯგუფება, „ალ-კაიდა“ ან მისი მოკავშირეები - დაახლოებით ასე გამოიყურება ბოსტონში განხორციელებული აფეთქების შესაძლო ორგანიზატორთა ნუსხა.

ეს ტრაგიკული მოვლენა აშშ-ის ტერიტორიაზე ბოლო 11.5 წლის მანძილზე განხორციელებული უდიდესი ტერორისტული აქტია.

ორი აფეთქება 12-წამიანი ინტერვალით ბოსტონში საერთაშორისო მარათონის მიმდინარეობისას გაისმა. პოლიციის მონაცემებით, ბომბები ერთმანეთისგან 50-100 მ-ზე იყო განთავსებული. აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის, 8 წლის ბავშვი, 140-ზე მეტი კაცი კი დაიჭრა.

აფეთქების რაიონში 5 აუმოქმედებელი ბომბიც აღმოაჩინეს.

აშშ-ის ხელისუფლებამ მომხდარს უკვე უწოდა ტერაქტი, გამოძიება კი კონტროლქვეშ გფბ-მ აიყვანა.

terakt-qvem