საზოგადოება
საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. რამდენიმე წუთის წინ თბილისის ფორუმზე (forum.ge) გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატმა როლანდ ახალაიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
„გავრცელებული ინფორმაციით, როლანდ ახალაიამ ნაციონალური მოძრაობა დატოვა.მან განცხადება საკომიტეტო მოსმენის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ შეუერთდება დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციას.„მე მორალური უფლება არ მაქვს, რომ დავრჩე ნაციონალურ მოძრაობაში. ამ დრომდე თავს ვიკავებდი, მაგრამ ჩემი შვილის მიერ გავრცელებული მიმართვის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. არასოდეს მიღალატია პრინციპებისთვის, ქვეყნისთვის და არც ახლა ვაპირებ არასწორი ნაბიჯის გადადგმას“, - განაცხადა როლანდ ახალაიამ.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია თავისი შვილის სიმართლეში და ადასტურებს, რომ წერილი დათას დაწერილია.
„რამდენიმე დღის წინ სკაიპით ვესაუბრე დათას. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მიანიშნა ამ ყველაფერზე. დღეს უკვე ჩემთვის ნათელი გახდა, თუ რისი თქმა სურდა მას“,“ - ნათქვამია ფორუმზე გავრცელებულ ცნობაში.