სამართალი
დათა ახალაიას ოჯახის წევრები, ადვოკატისგან განსხვავებით, მისი წერილის ნამდვილობას ვერ ადასტურებენ

ani-samart-2საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. დათა ახალაიას ოჯახის წევრები ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ "Facebook"-ში გავრცელებულ განცხადებაზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ. დათა ახალაიას რძალი ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ჯერ ინფორმაცია არ გააჩნია.

"მეგობრებო, ყველას ვერ გცემთ პასუხს სათითაოდ. ჯერჯერობით არაფერი ვიცი, როგორც კი რამეს გავარკვევ, დავპოსტავ", - წერს ანი ნადარეიშვილი.

რაც შეეხება დათა ახალაიას ადვოკატს ირაკლი ზაქარეიშვილს, მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას  ორჯერ დაბეჯითებით დაადასტურა, რომ სკანდალური განცხადება  ნამდვილად თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეკუთვნის და მეტიც - რომ ის, როგორც დათა ახალაიას ნდობით აღჭურვილი პირი, ამის დადასტურების ყველა უფლებას ფლობს! თუმცა ზაქარეიშვილი არ პასუხობს  საქინფორმის ჟურნალისტის ზარებს მობილურ ტელეფონზე...