საზოგადოება
საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების თანახმად, გიორგი ბარათაშვილი აღდგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბარათაშვილის სასარგებლოდ 5500 ლარის გადახდა დაეკისრა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი ბარათაშვილმა 4 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ბარათაშვილი ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევდა და მაუწყებლისგან მიყენებული ზარალის ფინანსურ ანაზღაურებასაც ითხოვდა.