უცხოეთი
„რუსთავის“ ჯადოსნურმა ხმებმა მოსკოველი მაყურებელი მოხიბლა

rustavi-mtსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. 11 აპრილს მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუსი სიტი ჰოლში“ მსოფლიოში ცნობილი ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ ბრწყინვალე კონცერტი გაიმართა. კონცერტს საინფორმაციო მხარდაჭერას რუსეთში ქართველთა კავშირი უწევდა.

მოსკოველი მაყურებლის წინაშე დიდებული სანახაობა გაიმართა. ეროვნულ კოსტიუმებში გამოწყობილმა არტისტებმა მრავალხმიანი სიმღერები შეასრულეს. წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, სხვადასხვა ჟანრის ხალხური სიმღერები, ჰიმნებსა და ქორალებთან ერთად.

rustavi-1 rustavi-2