უცხოეთი
პესკოვი: „საზღვარგარეთ მაგნიტსკის საქმეს არ უნდა განიხილავდნენ“

peskoviსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აშშ-ში გამოქვეყნებულ „მაგნიტსკის სიას“ რუსეთის საშინაო საქმეებში პირდაპირი ჩარევა უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებს მიღმა იურისტის დაღუპვა არავისი განსასჯელი არ არის. „მაგნიტსკის საქმეზე რუსეთის საზღვრებს გარეთ საერთოდ არ უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა, ეს დაუშვებელია ჩვენთვის და ამას არასოდეს დავთანხმდებით“, - აღნიშნა პესკოვმა ვლადიმირ სოლოვიოვის პროგრამაში „ვოსკრესნი ვეჩერ“.

სავიზო და ეკონომიკური სანქციების შემოღებას 18 რუსი მოქალაქის მიმართ, რომლებსაც აშშ-ში ადამიანთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, პესკოვმა რუსეთ-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებზე დარტყმა უწოდა.

ამერიკის მიერ „მაგნიტსკის სიის“ გამოქვეყნებას რუსეთმა ამას წინათ აშშ-ის 18 მოქალაქის სიით უპასუხა.