სამართალი
წულუკიანი: „ექვს თვეში იქნება თუ ათში, ზურაბ ადეიშვილს მაინც დავაბრუნებთ“

adeishviliსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გააკეთა, ზურაბ ადეიშვილს საქართველოში მაინც დააბრუნებენ. მისივე განმარტებით, იუსტიციის ექს-მინისტრი უნგრეთში არ იმყოფება.

„უნგრეთის სახელმწიფომ უარყო, რომ ადეიშვილი მის ტერიტორიაზეა. შსს-სა და პროკურატურასთან ერთად საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ვმუშაობთ. მისი გაქცევიდან ჯერ მხოლოდ 6 თვეა გასული. ეს არ არის ის დრო, რომ პანიკამ მოგვიცვას, ადეიშვილს ვერ დავაბრუნებთო. სიმართლე ყოველთვის ზეიმობს და ექვს თვეში იქნება თუ ათში, მას მაინც დავაბრუნებთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.