საზოგადოება
„ეს არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა საკუთარი თავის, მუნდირის, პოლიციელის ღირსების. თუ მათ მსგავს სასაცილო სპექტაკლში მონაწილეობა საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი, მოვუწოდებ, ხვალვე დაწერონ პატაკი და წავიდნენ სამინისტროდან, რადგან პოლიცია არის თავისუფალი პოლიტიკისგან. ამას გარდა, კანონით არის განსაზღვრული, რომ პოლიციელისთვის დაუშვებელია, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მანიფესტაციაში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულ ჯგუფებს სურთ პროვოკაციის, არეულობის მოწყობა. მათი სურვილია, პოლიციამ ძალა გამოიყენოს და შემდეგ თქვან, რომ პოლიციამ სათანადოდ ვერ დაიცვა მოსახლეობა.