პოლიტიკა
საქართველოს პრემიერი გერმანიაში იმყოფება

germania-mtსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ბიძინა ივანიშვილი გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი.

კონფერენციაში მონაწილეობენ გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორი ქრეიგ კენედი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალდას ზატლერსი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტი ჰეიჯ ალექსანდერი, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი იევა კუპჩე, უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი და “კოპენ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ფატა.

germania-1
germania-2
germania-3
germania-4