პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება

IRI"IRI"-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ეკლესიას აქვს.

როგორც ადრე, ინსტიტუციების მიმართ ყველაზე მაღალი ნდობით (92%) საქართველოში კვლავ ეკლესია ლიდერობს, მას მოჰყვება ჯარი (87%) და პოლიცია (84%).

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა შორის ქართული მედიის სანდოობა 64%-ს შეადგენს, პრეზიდენტის ოფისის სანდოობა მოსახლეობაში 65%-ია, მინისტრთა კაბინეტისა - 62%, პარლამენტისა - 62% და სასამართლოს - 49%.

გამოკითხულთა 84 % რუსეთთან დიალოგის დაწყებას მხარს უჭერს. გამოკითხულთა 80% ფიქრობს, რომ რუსეთთან დიალოგი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმართოს, 12 % მიიჩნევს, რომ ეს ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს, 4 % ფიქრობს, რომ რუსეთთან დიალოგი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დაიწყონ, გამიკითხულთა 4 %-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხვა საქართველოში 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მასში მონაწილეობდა 1500 ადამიანი. კვლევა "IRI"-მ (ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა), რომელსაც საქართველოში კარგად ცნობილი კონგრესმენი ჯონ მაკეინი ხელმძღვანელობს, აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეკვეთით ჩაატარა. ეს ბოლო დროს ამერიკელების მიერ ჩატარებული უკვე მეორე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაა, რაც ეჭვს ბადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება.